ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში შინდისის გმირები გაიხსენეს
11 აგვისტო 2016
 

ბათუმში შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა სირაბიძემ და საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას. საკრებულოს წევრებთან ერთად შინდისის გმირების სახელობის სკვერში დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დაღუპული მეომრები გაიხსენეს. ადგილზე გამოიფინა რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტომასალა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ღონისძიების მონაწილეებმა შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე სკვერში 17 ნერგი დარგეს.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია მტერს და გმირულად დაიღუპა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6388
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები