საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

14 აგვისტო 2026

პროექტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტო, 2026 წელი
11:00 საათი,  ქალაქი ბათუმი


დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი : 
 

საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - გიორგი სურმანიძე)


საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილის სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)


საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი, გზის გამყოფი კონსტრუქციის (მოაჯირის) სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)


საკითხი 4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)


საკითხი 5. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი 
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - მარიამ ხაზარაძე)


საკითხი 6. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „საჭადრაკო კლუბი ნონა“-ს და ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბი“-ს ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - მარიამ ხაზარაძე)

 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტოს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)