საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ბათუმში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ბათუმში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

09 ნოემბერი 2026

ბათუმში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
385 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნის ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად დაესწრნენ.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის -  „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, შენობებში ენერგიის მოხმარების მინიმუმ 20%-ით შემცირებას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნასა და ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოწესრიგდა ასევე საბავშვო ბაღის ეზო და გარე ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებიდან ბათუმში ეს უკვე მეოთხე რეაბილიტირებული საბავშვო ბაღია, რომელმაც აღსაზრდელებს განახლებული გარემო შესთავაზა

ანონსი
2027 წლის ბიუჯეტის განხილვა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის განხილვა