საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ფესტივალი „განდაგანა

ფესტივალი „განდაგანა

14 ნოემბერი 2026

ბათუმში, ევროპის მოედანზე,  სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა" გაიმართა. 
ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი ნაწარმის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს და სოფლის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასა და სოფლად მოგზაურობის წახალისებას ემსახურება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. 
ფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 200-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და ტრადიციული კერძები იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ტრადიციული დარგების გაცნობას.
ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად დაესწრნენ.
ფესტივალის სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

ანონსი
2027 წლის ბიუჯეტის განხილვა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის განხილვა