საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

16 ნოემბერი 2026

ბათუმის საკრებულოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საჯარო განხილვის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გიორგი სურმანიძემ წარუდგინა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 614,000.0 ათას ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება.

წარმოდგენილი პროექტით, პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად, პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

•    მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 316,864.0 ათასი ლარი; 
•    ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 52,728.0 ათასი ლარი;
•    განათლება - 52,825.9 ათასი ლარი;
•    კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 29,725.6 ათასი ლარი;
•    ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 42,118.8 ათასი ლარი;
•    ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 4,921.7 ათასი ლარი;
•    მუნიციპალური სერვისების განვითარება - 59,710. 2 ათასი ლარი;
•    წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 55,105.8 ათასი ლარი. 
•    
პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 554,000.0 ათას ლარს შეადგენს, მათ შორის: 
•    გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი - 161,044.5 ათასი ლარს;
•    ფინანსური დახმარების (გრანტები) საპროგნოზო მაჩვენებელი  - 249,301.7 ათასი ლარს;
•    სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი - 134,653.8 ათასი ლარს;
•    არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი - 9,000.0 ათასი ლარს.

საჯარო განხილვისას გიორგი სურმანიძემ ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრული დაფინანსება დეტალურად წარადგინა. განხილვის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან  დაკავშირებით.  
განხილვას ბათუმის საკრებულოს წევრებთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოქალაქეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 13 ნოემბერს შემოვიდა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის წინადადებების წარმოსადგენად.

საკრებულოს დარგობრივ კომისიები განხილვისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის მიერ შემაჯამებელი დასკვნის მომზადების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას შენიშვნებით ქალაქ ბათუმის მერს დაუბრუნებს.

ანონსი
2027 წლის ბიუჯეტის განხილვა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის განხილვა