საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საზეიმო ღონისძიება

საზეიმო ღონისძიება

02 ნოემბერი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ბათუმში ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ, ისაუბრა სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.
ექსპერტიზის დღე მიულოცა ბიუროს თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ბიუროსა და ექსპერტთა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში.
ღონისძიების ფარგლებში ბიუროს უფროსმა დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა

ანონსი
2027 წლის ბიუჯეტის განხილვა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის განხილვა