2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
აკრებულოში გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ქ. ბათუმში, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა N1გ-ში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1831,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.30.10.380) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, მისი შემდგომში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უვადო სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.
ასევე დაგეგმილია ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ჩიხი N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 171,0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით შპს ,,გორბი 2020”-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით იმ პირობით, რომ მისი საპრივატიზებო (საბაზრო) ღირებულება ჩაირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში.
კომისიამ განიხილა ,,ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა №13-ში განხორციელებული ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს №გ-15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საიკითხი. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ერთ-ერთი მესაკუთრისთვის გადასაცემი უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტებას.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გგოჩა მგელაძეუძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 31 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.