ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა
26 ივლისი 2024
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ რამდენიმე ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სისტემური ნუმერაციის განხორციელების საჭიროებასა და ქუჩების მოხაზულობის შესაბამისობაზე მათ ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ასევე - საჭიროებიდან გამომდინარე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების, ცვლილების, დაყოფის ან/და გაერთიანების შესაძლებლობაზე.
ასევე, აღინიშნა, რომ ბათუმში არსებობს გაორებული სახელწოდების ქუჩები და დგას სახელწოდების შეცვლის საჭიროება.
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ცხოიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელძღვანელების მიერ იდენტიფიცირებული და გამოვლენილი გარემოებების შესახებ ინფორმაცია თავს მოიყრის განათლების კომისიაში, რის შემდეგაც საკრებულო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სამუშო შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, რამდენიმე ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სისტემური ნუმერაციის განხორციელების მიზნით გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 388
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები