2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან.
სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში ცვლილების შესტანის საკითხი, რომლის მიხედვითაც განკარგულებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა 6 ობიექტი, ხოლო უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმას - 17 ობიექტი.
სხდომაზე იმსჯელეს ქ. ბათუმში, ჯაყელის ქ. N44-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 1/3 წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნული უძრავი ქონება ამ ეტაპზე წარმოადგენს მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანასაკუთრებას და მუნიციპალიტეტის 1/3 წილის გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის იგეგმება პოზიტიური პირობით.
დღესვე კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს ქალაქ ბათუმის მერს, ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში, განახორციელოს ცვლილებები ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. კერძოდ, ცვლილებები შეეხება ,,ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების”, ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების”, ,,კულტურული ღონისძიებებისა და ფესტივალების”, ,,კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის” პროგრამებს.
სხდომას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 28 ივნისს, 11 საათზე გაიმართება.