2024 წლის 6 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს ქალაქ ბათუმში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, პეტრე მელიქიშვილის ქ. N102-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო 31 იანვარს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.