მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
შეხვედრა სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან
05 დეკემბერი 2017
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ და კომისიის წევრებმა დღეს სპორტული კლუბების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმში არსებული წყალბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, სარაგბო, საკალათბურთო და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა და სპორტული კლუბების წარმომადგენლებმა მომავალ თანამშრომლობასა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ ღონისძიებებზე სამუშაო ფორმატში ისაუბრეს.
მნახველთა რაოდენობა: 4657
ბმულები



ისტორია


































