საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა

18 ნოემბერი 2026

ბათუმის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. 
დღეს გაიმართა ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის წევრებმა ბათუმის 2007 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროს - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. 
წარმოდგენილი პროექტით, მომავალ წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას ქალაქის ბიუჯეტიდან 316,864.0 ათასი ლარი  მოხმარდება. 
2027 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობის, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, გარე განათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის,  საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ღონისძიებები.
სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარების მიმართულებით დაგეგმილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკირების სერვისის განვითარების, ასევე მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მართვის ღონისძიებების განხორციელება.
ქალაქის განაშენიანების ახალი პროექტებიდან გამომდინარე, უახლოეს  წლებშიც, კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავაც პრიორიტეტად რჩება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, წყლისა  და  კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამები.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულია ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებასა და ქალაქის ურბანულ ინფრასტრუქტურაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების, მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნის, მობინადრეთათვის უსაფრთხო, გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნის ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის პროგრამა, რაც  უზრუნველყოფს მუნიციპალური სასაფლაოების ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.
საქალაქო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის დაგეგმვა, მოწყობა, მოვლა-პატრონობა, მშენებლობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქ ბათუმის სტრატეგიული განვითარებისათვის. პროექტის მიხედვით, შეუფერხებლად განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და მართვის პროგრამა, რომელიც  საქალაქო მეურნეობის მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციასა და განვითარებას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, კვლევასა და ექსპერტიზას, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფას, ქალაქის გაფორმების ღონისძიებებს,  ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინაციას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა შეიმუშავეს, რომელიც შემდგომი განხილვისა და შემაჯამებელი დასკვნის მომზადების მიზნით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

ანონსი
2027 წლის ბიუჯეტის განხილვა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის განხილვა