მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
ბათუმის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა.
დღეს გაიმართა საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელზეც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გიორგი სურმანიძემ წარადგინა.
წარმოდგენილი პროექტით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 614,000.0 ათას ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება.
პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად, პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 316,864.0 ათასი ლარი;
- ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 52,728.0 ათასი ლარი;
- განათლება - 52,825.9 ათასი ლარი;
- კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 29,725.6 ათასი ლარი;
- ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 42,118.8 ათასი ლარი;
- ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 4,921.7 ათასი ლარი;
- მუნიციპალური სერვისების განვითარება - 59,710. 2 ათასი ლარი;
- წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 55,105.8 ათასი ლარი.
- პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 554,000.0 ათას ლარს შეადგენს, მათ შორის:
- გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი - 161,044.5 ათასი ლარს;
- ფინანსური დახმარების (გრანტები) საპროგნოზო მაჩვენებელი - 249,301.7 ათასი ლარს;
- სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი - 134,653.8 ათასი ლარს;
- არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი - 9,000.0 ათასი ლარს.
სხდომაზე გიორგი სურმანიძემ ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრული დაფინანსება კომისიის წევრებსა და სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას დეტალურად წარუდგინა.
კომისიამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან და პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის მიერ შემუშავებული შემაჯამებელი დასკვნა და ქალაქის მერისთვის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გასაგზავნი წერილის პროექტი უკვე წარუდგინა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც თავის მხრივ, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნით ქალაქ ბათუმის მერს კანონით დადგენილ ვადაში დაუბრუნებს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.













