ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
14 ნოემბერი 2017
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქ.ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ქუჩისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტს. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განკარგულების მიღებამდე, საკითხი შესათანხმებლად გადაეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ქ.ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძეგლის განთავსებას, კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ინიციატივა განხილულ იქნება საკრებულოს ახალი მოწვევის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის მიერ.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე უძღვებოდა. დღევანდელი სხდომით 2014-2017 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ მუშაობა დაასრულა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3225
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები