საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ბათუმის №8 საჯარო სკოლას დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა.

ბათუმის №8 საჯარო სკოლას დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა.

26 ოქტომბერი 2026

ბათუმის №8 საჯარო სკოლას დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკასა და სასკოლო სივრცეებში გაიმართა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ქალაქის მერთან გიორგი ცინცაძესთან და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს და ისაუბრეს სასწავლო დაწესებულების მრავალწლიან წვლილზე რეგიონის საგანმანათლებლო ცხოვრებაში, მომავალი თაობების აღზრდასა და განვითარებაში.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის შვიდი ათწლეულის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. პროგრამა მოსწავლეების მონაწილეობით გამართული მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდა.
მიმდინარე წელს ბათუმის №8 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ, თანამედროვე სასკოლო გარემოში შეხვდნენ

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ოქტომბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)