საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა

29 ოქტომბერი 2026

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ქალაქ ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N17-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე გამოჩენილი ბათუმელი მხატვრისა და არქიტექტორის, ალბერტ წილოსანის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი განიხილეს.
ალბერტ წილოსანმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ბათუმის კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობაში. მისი შემოქმედება ქალაქის არაერთ ღირსშესანიშნავ სივრცეს უკავშირდება. ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს დღესაც ამშვენებს მის მიერ შექმნილი ვიტრაჟები, გრანდიოზული ჭაღები და მონუმენტური ჭედური კარები.
ალბერტ წილოსანის შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა - კაფე „ფანტაზია“, რომელსაც „რვაფეხას“ სახელითაც იცნობენ და მისი ზღაპრული მოზაიკა. 
მხატვარს ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრის ცენტრალური ჭედური კარიც. მისი ნამუშევრებია ბათუმის სინაგოგის ინტერიერის მხატვრული გაფორმება და ზღვისპირა პარკისა და დელფინარიუმის სივრცეში შექმნილი მოზაიკური პანოები.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენას.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ოქტომბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)