შეხვედრა მოსახლეობასთან
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დღეს ტაოს ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც უბნის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წყალმომარაგება წარმოადგენს.
უბანში სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიებები უკვე დაიწყო, სამომავლოდ კი წყალმომარაგების სისტემის კაპიტალური მოწყობა იგეგმება.
შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მაცხოვრებლებთანაც, რომელზეც ასევე განიხილეს უბანში არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები და მათი ეტაპობრივად მოგვარების გზები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც.
30 ოქტომბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













