საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“

საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“

23 ოქტომბერი 2026

დღეს ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“ გაიხსნა.
გამოფენას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, საკრებულოს წევრები, ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენაზე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებია წარმოდგენილი, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სურსათის, ღვინის წარმოების, გადამუშავების, აგრო ტექნოლოგიებისა და აგრობიზნესის სექტორებში საქმიანობენ.
ორი დღის განმავლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, პოტენციურ მყიდველებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარუდგინონ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნონ.
ღონისძიებას, რომელიც კომპანია „ჯეონეტ ექსპო“-ს ორგანიზებით და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ოქტომბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)