2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა სირაბიძემ და საკრებულოს წევრებმა დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით ბათუმში ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი დღეს ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში გაიხსნა. მემორიალი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურა პატარაძემ, მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა, მუნიციპალიტეტის, დაღუპულთა ოჯახებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
რუსული ინტერვენციის შედეგად აგვისტოს ომში დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო - 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში აჭარიდან 17 ჯარისკაცი დაიღუპა.
აჭარის მთავრობა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოჯახის წევრებს, ასევე, ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახს, დახმარების სახით 3 000 ლარს გადასცემს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დახმარება 23 მეომრის ოჯახზე გაიცემა.