ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ფაშიზმზე გამარჯვების დღე
09 მაისი 2017
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა სირაბიძემ და საკრებულოს წევრებმა დღეს ბათუმში გმირთა ხეივანში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთვრობის, უმაღლესი საბჭოს, ქალაქის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ვეტერანებმა თანამებრძოლები გაიხსენეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ხეივანში შეკრებილებმა მოგვიანებით საბჭოთა კავშირის გმირის ანატოლი კაჭარავას საფლავი და ფერიის ძმათა სასაფლაო გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.
2013 წლიდან ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გმირთა ხეივანში იკრიბებიან და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 26 ვეტერანი ცხოვრობს. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.
72 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და იგი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მას დაახლოებით 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

 
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 11058
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები