ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
24 ნოემბერი 2016
 

ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები დღეს საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილა.
პრიორიტეტული პროგრამები კომისიას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებმა წარუდგინეს. მათი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 13 მილიონზე მეტი ლარით განისაზღვრა, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვა - 3 956 697 ლარით, ხოლო სოციალური უზრუნველყოფა - 8 263 466 ლარით.
საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი დარჩიას განაცხადებით, „მომავალი წლიდან თითქმის ყველა ის წარმატებული პროგრამა გაგრძელდება, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა და მას მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, რამდენიმე ახალი პროგრამაც დაემატება“.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 21806
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები