ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს
11 ნოემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში ჯასტინ მაკენზ სმიტთან, ბრიტანეთის სამხედრო ატაშესთან საქართველოში დევიდ ეთელთან ერთად პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ბრიტანეთის საელჩოსთან ბათუმის საკრებულოს თანამშრომლობა თითქმის ოთხი წელია გრძელდება პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავების აღმოჩენის, მათი საფლავების მოწესრიგებისა და მემორიალის გაკეთებასთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპული მილიონ შვიდასი ათასი ჯარისკაცის საფლავს და მათ შორის საქართველოშიც.
ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველწლიურად 11 ნოემბერს იმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 11040
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები