2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან ვაჟა რამიშვილთან და საფინანსო-ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან თენგიზ აფხაზავასთან ერთად, ჰასან ჰელიმიშის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამ დროისთვის ჰასან ჰელიმიშის ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, მიმდინარეობს სასმელი წყლის მილების გაყვანა, გზის მოშანდაგება-მოასფალტება. ლაშა სირაბიძის განცხადებით, ანგისის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია KFW-ს პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც საკონტრაქტო ღირებულებით 1,5 მლნ ევროა გათვალისწინებული. სამუშაოებს ერთობლივი საწარმო „ფაიფერ ლაიფციგის“ ქვეკონტრაქტორი შპს „ნიუ იორკი“ ასრულებს. ჰელიმიშის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია გასულ თვეში დაიწყო და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება.