ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ლაშა სირაბიძე უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
16 სექტემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“ სამი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
თარიღთან დაკავშირებით ორგანიზაციამ მოწვეულ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა და პარალელურად, ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად, შექმნა კოალიციური გაეთიანება, რომელსაც თამაზ მჟავანაძე უხელმძღვანელებს. ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“ რეგიონში სხვადასხვა პრობლემაზე აქტიურად მუშაობს, როგორიცაა, შშმ პირების უფლებები, ახალგაზრდული ინიციატივები, გენდერული საკითხები, ბავშვთა უფლებები.
ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ბათუმის მერიის სამსახურებისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6521
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები