ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
27 მაისი 2016
 

ბათუმის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.
სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინა ინფორმაცია პირადი განცხადების საფუძველზე რამაზ სურმანიძისათვის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, რაც საკრებულომ  ცნობად მიიღო.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ბათუმის 2016 წლის 3 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც  სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ   არჩილ ვანაძემ  წარმოადგინა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოქალაქე ასლან სარიშვილის განცხადების შესწავლის მიზნით შეიქმნა დროებით სამუშაო ჯგუფი საკრებულოს წევრებისა და იურიდიული განყოფილების სპეციალისტთა შემადგენლობით. კომისია  შესაბამის წინადადებებს საკრებულოს კომისიის შექმნიდან 2 თვის ვადაში წარუდგენს.
ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შემადგენლობაში. აღნიშნული ცვლილებით საკრებულოს წევრს ნოდარ დუმბაძეს შეუწყდა კომისიის წევრის უფლებამოსილება.
საკრებულოს წევრებმა,  საკითხის სათანადოდ მოუმზადებლობის გამო, მხარი არ დაუჭირეს ქ. ბათუმის მერისთვის სარეკომენდაციო წინადადებიით მიმართვას, რომელიც ბათუმის  2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუველყოფის ქვეპროგრამაში ახალი კატეგორიის დამატებას - „6-შვილიანი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას“ ითვალისწინებდა.
საკრებულოს სხდომას ბათუმის მერიის სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6313
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები