ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დამოუკიდებლობის დღე ბათუმში
26 მაისი 2016
 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
ბათუმში საზეიმო ღონისძიებები 11 საათიდან საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობით დაიწყო. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გმირთა სკვერში აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქალაქის მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს. სასულე ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინა სამხედრო ტექნიკა და მოეწყო წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია.
ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა ანბანის კოშკთან საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6785
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები