საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია

24 ნოემბერი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალი ზოიძე ბათუმის ბულვარის მიერ ორგანიზებულ რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების საკითხებზე რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ.
კონფერენციის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ ანთაძემ 2026 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მონაწილეებს გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 
კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვის დარგში, პროფესორმა თამარ ორაგველიძემ.
ასევე, საკუთარი გამოცდილება და ხედვები წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის რეკრეაციული სივრცეების მართვის სფეროსა და ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლებმა. 
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ბულვარში შექმნილი ახალი რეკრეაციული სივრცეების ამსახველი ფოტოგამოფენა, ასევე, ბათუმის ბულვარის დაარსებისა და ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება. 
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები,  სტუდენტები და დაინტერესებული პირები

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა  (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)