სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს წევრებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს.
,,24 ნოემბერი ბათუმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. დღეს პატივი მივაგეთ სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ უდიდეს ტკივილს“ - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.
2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძარს 11 ადამიანის, მათ შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













