ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი
24 მაისი 2016
 

დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში „იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დადგენისთვის სპეციალური კომისია მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, თუ რა იქნება ხელმისაწვდომი საცხოვრისით უზრუნველყოფის მინიმალური მოთხოვნები და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარი? ამ საკითხებზე კომისიამ პირველადი პროექტი უკვე შეიმუშავა, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს, საკრებულოსა და მერიის შესაბამის სამსახურებს გააცნო.
პროექტის მიხედვით, აპლიკანტი ავსებს  სპეციალურ ანკეტა-განაცხადს, სადაც უთითებს ოჯახის ყველა წევრის  მოქალაქეობას, ქალაქში რეგისტაციის თარიღს, დასაქმების სტატუს და ა.შ.  პროგარმით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში არ გააჩნიათ ბინა/ სახლი და მზად არიან მათთვის გადაცემული საცხოვრისი გამოისყიდონ ყოველთვიური გადახდის საფუძველზე განსაზღვრულ პერიოდში.
კომისია მსგავსი ტიპის  საინფორმაციო შეხვედრებს  უახლოეს პერიოდში ისევ გამართავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5202
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები