2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან არსებულმა გაერთიანებამ „სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფმა“ პროექტის - „თაობათა კულტურული დიალოგი, როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლის“ - შედეგების პრეზენტაცია გამართა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში პოზიტიური კომუნიკაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური, სქესობრივი და გენდერული აღზრდის კუთხით არსებული პრობლემები. შეიქმნა და გამოიცა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საკრებულოს წევრის, პროფესორ რამაზ სურმანიძის დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო - „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის ექიმების, პედაგოგებისა და მშობლებისთვის. გამოცემული ნაშრომისა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, გენდერულ და არაძალადობრივი ცნობიერების, თაობათაშორისი ჯანსაღი კომუნიკაციის იდეის პოპულარიზაციაზე თავად წიგნის ავტორმა ისაუბრა. რამაზ სურმანიძემ მოწვეულ სტუმრებს წიგნები საჩუქრად გადასცა.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან ჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების შედეგებზეც ისაუბრეს.
ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.