ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
06 აპრილი 2016
 

ბათუმის საკრებულოში  განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა  კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცის შექმნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. დეპუტატებს  მობილური ეკრანის შეძენის ინიციატივა და პროექტის  დეტალები კინოფესტივალ „ბიაფის“ მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა გააცნო.  ზვიად ელიაზიანმა აღნიშნა, რომ არ ითხოვს შეძენილი ინვენტარის „ბიაფისთვის“ გადაცემას. მისი თქმით,  შესყიდული ტექნიკის გამოყენება ქალაქის მერიას სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დროსაც შეეძლება.  პროექტის ღირებულება  54 600 ევროა. კომისიის წევრებმა მსჯელობის შემდეგ მხარი დაუჭირეს   საკითხის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენას.
კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხიდან დადებითად შეაფასა საკითხი აჭარის არ უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატის, ქველმოქმედისა და მეცენატის ციალა სურმანიძის ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით, ევგენი მიქელაძის ჩიხის ქუჩად გარდაქმნისა და ციალა სურმანიძის სახელის მინიჭების თაობაზე; ასევე, საკითხი სპორტის დამსახურებული ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე კილაძის ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით, ქ.ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირის № 48-ში  მდებარე საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ  და საკითხი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6073
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები