2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
29 მარტს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბათუმის ახალგაზრდული საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელები“–ს თავმჯდომარე თეიმურაზ ყურაშვილი ესწრებოდნენ.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ხუთი კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს და სამომავლო პროექტები განიხილეს, ირაკლი ჩავლეიშვილმა კი ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ესაუბრა და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.
ბათუმის ახალგაზრდული საკრებულო, რომელიც 25 წევრისგან შედგება და ჰყავს თავმჯდომარე, წარმოადგენს X-XI-XII კლასის მოსწავლეების გუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებით.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უტარდებათ ტრენინგები, ხვდებიან ცნობილ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და საზოგადო მოღვაწეებს.