ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
10 ნოემბერი 2015
 

ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით,   ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილი კოცერტი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება და დაფინანსებაც შესაბამისი ღონისძიების  ფარგლებში გამოეყოფათ.
კომისიამ მხარი არ დაუჭირა გ. გეგეჩკორის სახელობის სატლევიზიო თეატრის  სპექტაკლის ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხს.
რაც შეეხება „მეგობრობის სახლის“ რესტავრაციისთვის საჭირო თანხის გამოყოფას, ამ საკითხს კომისია ბათუმის მიუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის საკითხის განხილვისას დაუბრუნდება.
კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი  ეროვნული ქართული ჭიდაობის კლუბის დაფუძნებას და მიიღო გადაწყვეტილება,  შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს  ქ.ბათუმის მერს.
კომისიამ  დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ქ.ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის განთავსებასთან დაკავშირებით, თუმცა მსჯელობის შემდეგ, მიზანშეწონილად ჩათვალა, შეიქმნას შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული  სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს და კომისიას წარუდგენს კომპეტენტურ დასკვნას მომავალში ქ. ბათუმში სხვა ძეგლების განთავსებასთან დაკავშირებითაც.
კომისიამ, ასევე, იმსჯელა „აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ საინიციატივო ჯგუფის წინადადებაზე, ქ. ბათუმში ნ. ბარათაშვილისა და ს. ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში მემორიალის განთავსების თაობაზე. კომისიის წევრთა განცხადებით, ამ საკითხზე უკვე არსებობს კომისიის დასკვნა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე  კომისია დამატებით მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.
კომისიამ ცნობად მიიღო გენდერული თანასწორობის ქსელის აჭარის წარმომადგენლობის განცხადება ბათუმის ქუჩებისთვის გამოჩენილ ქალთა სახელების მინიჭებასთან დაკავშირებით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7659
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები