ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს გადაწყვეტილებები
29 იანვარი 2025
 

საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულომ განიხილა და თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, კერძოდ, მეორადი ZONDA BUS-ის მარკის ავტობუსის, ა(ა)იპ „აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციისათვის“ უსასყიდლო, 2 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. ფედერაციასთან არსებული ავტოსკოლა აღნიშნული საზოგადოებრივი დანიშნულების ავტობუსს მძღოლების მომზადებისა და გადამზადების მიზნით გამოიყენებს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში, კვინიტაძის ქუჩა №3-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ამავე მისამართზე, ახლადაშენებულ შენობა-ნაგებობაში გადაეცა 74,35 კვ.მ საცხოვრებელი ბინა ადრე არსებული ავარიული საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ქონების სახით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 26 მაისის ქუჩა N28 -ში, 1-ელ სართულზე მდებარე 44,7 კვ.მ ფართი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემის მიზნით. აღნიშნული ფართის გადაცემა განხორციელდა ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ფაქტობრივ მფლობელთათვის საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურულ წესში. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა საკრებულოს სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონებთან - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შეტანილ მუხლობრივ და ტერმინოლოგიურ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიღებული ცვლილებით, განსაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე არიან უფლებამოსილი.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფში. კერძოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „FORD TRANSIT”-ის მარკის M2 კატეგორიის მიკროავტობუსებით N20, 21, 22, 26, 26ა, 27 და 33 მარშრუტებზე, მგზავრთა 100%-იანი უფასო ტარიფით ისარგებლებენ ცალკეული კატეგორიები: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და მოსწავლეები; სტუდენტები; იძულებით გადაადგილებული პირები; პენსიონერები; საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები; პროფესიული კოლეჯის "Black sea" თანამშრომლები, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები; სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები; ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.
ზემოაღნიშნული ცვლილების შესაბამისად, დაკორექტირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამით განსაზღვრული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების“ ქვეპროგრამაც.
ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებსა და საშტატო ნუსხაში. კერძოდ: იცვლება შესაბამისი დადგენილების სათაური შემდეგი სახით - „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“; ასევე დადგენილებით დამტკიცებულ დანართში პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის - პროფესიული მოხელის სტატუსი იცვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსით.
აღნიშნული ცვლილების მიღება განაპირობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა ქ. ბათუმში გარკვეულ ტერიტორიებზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმებში. კერძოდ, დადგენილებებზე თანდართული დანართები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რაც წარმოადგენს არაარსებითი ხასიათის ცვლილებებს. ასევე, დამტკიცდა ცვლილება ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.
დღესვე ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში.
ასევე დამტკიცდა ცვლილებები დადგენილებაში ,,ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“.
გარდა ამისა, დამტკიცდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და განაშენიანების დეტალური გეგმები კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე (გაგარინის ქ. #32-ში მდებარე მიწის ნაკვეთები, მეზღვაურთა ქ. #12,14, 14ა, 16 და ადლიის ქ. 53-57-ში მდებარე მიწის ნაკვეთები).

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 117
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები