საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ღონისძიება „ვარდისფერი ოქტომბერი"

ღონისძიება „ვარდისფერი ოქტომბერი"

13 ოქტომბერი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და საბჭოს წევრები „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრა თემაზე - „ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა - მნიშვნელოვანი“ - ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა.
ღონისძიების მიზანი იყო სპეციალისტებს, პაციენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ღია საუბრისთვის სივრცის შექმნა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო გუგუშვილი, მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები.
დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ძუძუს კიბოს პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებასა და სახელმწიფო პროგრამების როლზე. საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება წარმოადგინეს სოციალური პროგრამების ექსპერტმა სოფიო ბაკურიძემ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და დაავადებისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინფორმირებულობის, დროული სამედიცინო გამოკვლევებისა და პაციენტების მხარდაჭერის მნიშვნელობას ძუძუს კიბოსთან ბრძოლის პროცესში.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 სექტემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)