საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

„ვარდისფერი ოქტომბერი"

„ვარდისფერი ოქტომბერი"

17 ოქტომბერი 2026

ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრები, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ძუძუს კიბოს პრევენცია, დაავადების ადრეული გამოვლენა და სკრინინგის მნიშვნელობა იყო.
 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალი ექიმებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლებას და მათ როლს საზოგადოებაში ჯანმრთელობის საკითხებზე სანდო ინფორმაციის გავრცელებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის პროცესში გადამწყვეტია დაავადების დროული გამოვლენა, ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობა. ახალგაზრდების ინფორმირებულობა და მათი ჩართულობა კი ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.
ღონისძიებები  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წარმომადგენელთა  თანაორგანიზებით გაიმართა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 სექტემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)