სამუშაო ვიზიტი
თბილისის საკრებულოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
ივანე მაისურაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაცნობა ბათუმისთვის, როგორც სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქალაქისთვის, განსაკუთრებით აქტუალურია.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თვითმმართველობებს შორის ურთიერთობების გაძლიერება ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას, ხოლო ბათუმის საკრებულოსთან გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბათუმის საკრებულოს წევრები გაეცნენ თბილისის საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკას, კომისიებისა და მაჟორიტარი წევრების მუშაობის პრაქტიკას. დელეგაცია ასევე დაესწრო თბილისის საკრებულოს და კომისიების სხდომებს.
ბათუმის საკრებულოს დელეგაციის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი თბილისში დასრულდა.
30 სექტემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













