2025 წლის 27 თებერვალს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა.
მამია ვარშანიძის ქუჩის #71-ში სრულად განახლდა და მოწესრიგდა ტერიტორია, მოეწყო ბავშვთა გასართობი, სპორტული და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარეგანათებისა და სანიაღვრე სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა საპარკო ინფრასტრუქტურა.
შესაბამისად, ქალაქში კიდევ ერთი ახალი სივრცე გაჩნდა, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.
სამუშაოებისთვის 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
პარალელურად, მიმდინარეობს მამია ვარშანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სკვერის მიმდებარედ მუნიციპალური დროებითი ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც ბენეფიციარებს კომფორტულ გარემოში მიეწოდებათ სხვადასხვა სახის სერვისები.
რეკრეაციული სივრცეების შექმნა და განვითარება ბათუმისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას. 2025 წელს ბათუმში 19 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, ხოლო რეაბილიტირდება - 5.