2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადაეცათ.
ჰუმანიტარული აქცია დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ განახორციელა.
საახალწლო ნობათები ოჯახებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო, წარმატებულისა და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ, მათ შორის,
საპატიო სიგელები გადაეცათ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი თავდგირიძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს რამაზ ჯინჭარაძეს.
აქცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.