ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
22 ნოემბერი 2024
 

საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ბათუმის 2024 წლის კორექტირებული ბიუჯეტის საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელების საერთო მოცულობა არ იცვლება, ცვლილებები განხორციელდა მხოლოდ ცალკეულ საბიუჯეტო პროგრამებში/ქვეპროგრამებში.
მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მორიგ სხდომაზე ორშაბათს, 25 ნოემბერს განიხილავს.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 174
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები