ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
30 ოქტომბერი 2024
 

საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა.
ასევე იმსჯელა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილების შეტანის საკითხზე.
კომისისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ რამდენიმე განკარგულების პროექტი, მათ შორის:
ქ. ბათუმში, თამარ მეფის I შესახვევის N2-ში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,აჭარის კურორტები’’);
ქალაქ ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N1, N1-ის მიმდებარედ, N1ა, N1ზ-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,კომუნა ჰოლდინგი’’);
ქ. ბათუმში, პ. ბაგრატიონის ქ. N127გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (შპს ,,ავენიუ ბაი ორბი’’);
ქალაქ ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩა N17, N19, ზღვისპირის ქუჩა N3ბ, N3 და N3ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,სქაი ქონსთრაქშენი’’, მოთხოვნაა კონცეფციაში ცვლილებების დამტკიცება);
ქ. ბათუმში, ადლიის ქ. N53/57-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ტემპო აა’’, მოთხოვნილია დამტკიცებულ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაში ცვლილებები);
ბათუმში, მეზღვაურთა ქუჩა N12; N14; N14ა და N16-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ჰორიზონს ჯგუფი ჩაქვი’’).
კომისიამ ასევე განიხილა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ რამდენიმე დადგენილების პროექტი, მათ შორის:
ქალაქ ბათუმში, დასახლება ადლიაში - ადლიას ქ. N5-ში, ადლიას ქ. N10-ში, ადლიას ქ. N12-ში, ადლიას ქ. N12-ის მიმდებარედ და ადლიას ქ. N8-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ელთ ბილდინგი’’);
ქალაქ ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ანგისის I შესახვევი - N33ე, 33ვ, 35, 35ა, 35ბ, 35დ-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ნიუ ანგისა’’);
ქ. ბათუმში; დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე N05.34.22.731; N05.34.22.732 (შპს ,,ავენიუ ბაი ორბი’’);
ქ. ბათუმში, ზღვისპირის ქ. N1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (შპს ,,ორბი ჯგუფი მილენიუმი’’);
ასევე იგეგმება 2023 წლის 13 თებერვალს ქ.ბათუმის საკრებულოს დადგენილება N3-ით დამტკიცებულ და შპს “გრინკო”-ს მიერ ინიცირებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებების შეტანა.
ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი), რომლის შესაბამისადაც, მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) და განაშენიანების მართვის რეგლამენტი განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდება.
სხდომას საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze/მინდია გოგუაძე უძღვებოდა
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 31 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 87
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები