ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ახალგაზრდული ფორუმი
12 აგვისტო 2024
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო. ღონისძიებაში, რომელიც ,,ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ მიერ გახლდათ ორგანიზებული, მონაწილეობდნენ ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სსიპ ,,აჭარის რეგიონული ცენტრის“ პარტნიორი ორგანიზაციები და 200-მდე ახალგაზრდა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან.
ახალგაზრდული ფორუმი ,,ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკა 2024“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას, კავშირების დამყარებას და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკის წახალისებას, სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 468
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები