ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
08 აგვისტო 2024
 

საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. წარმოდგენილი პროექტით, ცვლილებები ხორციელდება როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილში ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
ცვლილებები, ძირითადად, იგეგმება ინფრასრუქტურის განვითარების მიმართულებით, გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მოვლა პატრონობის, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, წყლის სისტემის რეაბილიტაციის, ქალაქის გამწვანების ღონისძიებების, ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროგრამებში.
განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ცვლილებები შეეხება ა(ა)იპ ბათუმის ბაღების გაერთიანების დაფინანსებას, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის, ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერისა და ხელოვანთა ხელშეწყობის პროგრამებს.
საერთო ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 3 მლნ ლარით იზრდება.
სხდომაზე იმსჯელეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე, ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები.
კომისიამ განიხილა სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიულ შენობა-ნაგებობებში მდებარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებების ჩანაცვლების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხი, ასევე - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ახალგაზრდობის ქ. N18-ში, მე-4 სართულზე მდებარე N22 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დიმიტრი სვიშევსკის ქ. N18-ში, მე-5 სართულზე მდებარე N13 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლერმონტოვის ქ. N119-ში, პირველ სადარბაზოში, მე-4 სართულზე მდებარე N11 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
კომისიამ ასევე განიხილა ორი საკითხი ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 9 აგვისტოს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 745
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები