ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა სტუდენტებთან
09 ივლისი 2024
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ და საკრებულოს წევრებმა, გამარჯვებული სტუდენტური პროექტის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.
სტუდენტური პროექტის - ,,ვიზიტები სახელმწიფო უწყებებში’’ - მიზანს
ბათუმის საკრებულოს საქმიანობის გაცნობა, სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტუდენტთა ორგანიზებული ვიზიტები სახელმწიფო უწყებებში და მათი სტრუქტურის და საქმიანობის გაცნობა, სტუდენტებს დაეხმარებათ ინფორმირებულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და შემდგომში კარიერულ განვითარებაში.
სტუდენტების დაინტერესება გამოიწვია ბათუმის ბიუჯეტის ფორმირების პროცესმა და მონაწილეობითი ბიუჯეტის საკითხებმა. ისაუბრეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემაზე, სივრცით დაგეგმარებაზე, იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომელთაც ბათუმის მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს.
სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალური და ცენტრალური საკითხების, სახელმწიფოს განვითარების პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რადგან ეს იძლევა შესაძლებლობას გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის აქტიური მონაწილენი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 320
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები