2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 8 სართულიანი საცხოვრებელი შენდება. ასევე, დაწყებულია 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მაიაკოვსკის ქუჩაზე.
ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ავარიული სახლების ჩანაცვლების საჭიროების მქონე ყველა პირს, 3000 ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემათ ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო სახლები.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე დასრულდა 4 მრავალბინიანი სახლის მშენებლობა და ავარიული სახლების რეაბილიტაცია 11 მისამართზე