2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ქ. ბათუმში, ნ.ბარათაშვილის ქ. N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქეთევან კალანდარიშვილის და ქ. ბათუმში, ვ. გორგასალის ქ. N58-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე გივი ხიტირის მემორიალური დაფების განთავსების თაობაზე საკითხთა განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე.
ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბათუმში "მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის” ქანდაკების განთავსებას ეხებოდა, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეცემა მას შემდეგ, როცა შეირჩევა ბათუმში ქანდაკების განთავსების კონკრეტული ადგილი და დოკუმენტაცია გადაეგზავნება განსახილველად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.