2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიამ დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა. წარმოდგენილი პროექტით, ხორციელდება 2024 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში.
ჯანდაცვის მიმართულებით ცვლილებები შედის შემდეგ პროგრამებში: მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა, მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა, მუნიციპალური სასადილო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, მოწყვლადი სოციალური ჯგუფის ოჯახების დახმარება.
ამასთანავე, ქვეპროგრამის სახელწოდება ,,დროებითი ღამის თავშესაფარი” შეიცვალა სახელწოდებით ,,დროებითი მუნიციპალური თავშესაფარი”.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ჯამში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 68,000.0 ათასი ლარით იზრდება.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.