ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
30 მაისი 2024
 

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ განიხილა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. წარმოდგენილი პროექტით, ხორციელდება 2024 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში.
პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 27.000.0 ათასი ლარით, კერძოდ:
- ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 25,000.0 ათასი ლარით, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი იზრდება 25,000.0 ათასი ლარით, ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების მიზნით, კერძოდ: სპეციალური ტრანსფერი - 17,538.1 ათასი ლარი და კაპიტალური ტრანსფერი - 7,461.9 ათასი ლარი.
- სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 2,000.0 ათასი ლარით:
მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება - 41,000.0 ათას ლარით.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 68,000.0 ათასი ლარით.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, დასახლება კახაბერში არსებული 8200,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.31.12.105) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე, შემდგომში მასზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის მიზნით.
კომისიამ განიხილა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილების ნაწილის მოქმედების შეჩერების საკითხი. კერძოდ, პროექტის მიხედვით, 2025 წლის 01 იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დასაშვები იქნება ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქ. ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე - ელექტრო ტრანსპორტის (მხოლოდ სამბორბლიანი ელექტრო სკუტერის) გადაადგილება. ზემოაღნიშნულ დადგენილებაში სწორედ შესაბამისი ცვლილების შეტანა იგეგმება.
კომისიამ განიხილა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა ერთი ობიექტი, საპრივატიზებო მოძრავი ობიექტების ნუსხას - ასევე ერთი ობიექტი.
სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე, მუნიციპალიტეტის მიერ სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მოიჯარეების ხელშეწყობის მიზნით.
ასევე განიხილეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (გონიო კვარიათსა და მახინჯაურში) არსებული უძრავი ქონების (პლაჟის მონაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წელს იჯარით მოსარგებლე პირებზე სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, 4 (ოთხი) თვით ზაფხულის სეზონზე 2024 წლის 20 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე ვადით სარგებლობაში გადაცემას.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძეუძღვებოდა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1117
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები