2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების საჯარო განხილვა გაიმართა.
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 308 727,2 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება 343 456,8 ათასი ლარია. ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 361 377,2 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 337 641,2 ათასი ლარი.
2023 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა შემდეგი პროგრამების დაფინანსება:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება:
- საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება - 68 181,2 ათასი ლარი;
- სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება - 25 611,5ათასი ლარი;
- საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 13 904,0 ათასი ლარი;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი - 36 986,6 ათასი ლარი;
- მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა - 887,4 ათასი ლარი;
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა - 12 804,9 ათასი ლარი;
- ქალაქის კეთილმოწყობა - 7 059,2 ათასი ლარი.
- ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება:
- ქალაქის დასუფთავების მომსახურების განვითარება- 16 099,7 ათასი ლარი;
- ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 19 363,6 ათასი ლარი.
განათლება:
- სკოლამდელი განათლება - 39 590,4 ათასი ლარი;
- პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა - 146,5 ათასი ლარი.
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი:
- სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 7 098,6 ათასი ლარი;
- მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა - 2 908,9 ათასი ლარი;
- კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები - 4 307,7 ათასი ლარი;
- კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა - 3 742,6 ათასი ლარი;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება - 2 315,7 ათასი ლარი;
- ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა - 203,5 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა:
- ჯანმრთელობის დაცვა - 6 837,4 ათასი ლარი;
- სოციალური უზრუნველყოფა - 18 735,4 ათასი ლარი;
- სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა - 950,0 ათასი ლარი.
ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი განვითარება:
- ქალაქის ურბანული განვითარება - 336,9 ათასი ლარი;
- ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა - 73,3 ათასი ლარი;
მუნიციპალური სერვისების განვითარება:
- მუნიციპალური მომსახურების მართვა და გაუმჯობესება - 8 754,7 ათასი ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა, ასევე, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო, მერია) ხარჯების დაფინანსება (9 799,8 ათასი ლარი), სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა (30 864,9 ათასი ლარი), წვევამდელთა ტრანსპორტირება (12,9 ათასი ლარი) და მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარება (63,9 ათასი ლარი).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და ანგარიშის პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: