ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ღონისძიება
27 ნოემბერი 2023
 

დღეს სასტუმრო „რედისონში" პროექტის „ჩემი სახლის მმართველი-სწავლა მომავლისათვის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე დაესწრო.
საქართველოში აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანი ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და პროფესიის დანერგვისთვის განხორციელებული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების წარდგენა, ასევე, საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და შენობა ნაგებობების მოვლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე მსჯელობაა.
ღონისძიებას ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, მედია ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 632
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები